მოყვარულმა ფეხბურთელმა მესის რეკორდი დაამხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოყვარულმა ფეხბურთელმა ჯონ ფარნვორსმა ლიონელ მესის რეკორდი დაამხო. მან 137 ფუტი სიმაღლიდან ჩამოგდებული ბურთი გააჩერა და დაამუშავა.

პირველად ყველაზე დიდი სიმაღლიდან ბურთი ლონდონის "არსენალის" შემტევმა თეო უოლკოტმა გააჩერა.

ამის შემდეგ კი მისი რეკორდი "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა მოხსნეს.

გუშინ კი 31 წლის ფანვორსმა ამ სამივე ფეხბურთელის შედეგი გააუმჯობესა.

"ძალიან ამაყი ვარ. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ქარიანი ამინდი იყო. როდესაც ჩემმა მეგობარმა დენიმ ბურთი ჩამოაგდო, რამდენჯერმე ვერ გავაჩერე, თუმცა შემდეგ ნერვიულობამ გადამიარა და ყველაფერი კარგად წავიდა", - აღნიშნა ფარნვორსმა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
137 მეტრი ფუტი რა ჯანდაბაა?
Mindia
19 დეკემბერი 2017 17:40
4
45 მეტრი
zviadi
20 დეკემბერი 2017 09:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული