ხორხე ვალდანო: რონალდო, ბეილი და ბენზემა დიდი ძალაა, მაგრამ ხშირად ის "რეალს" ვნებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ "სამეფო კლუბის" შემტევ ხაზზე აზრი გამოთქვა.

ვალდანომ აღნიშნა, რომ კრიშტიანო რონალდო, ქარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი დიდი ძალაა გუნდისთვის, მაგრამ ამისგან შეიძლება ნახევარმცველი ისკო დაზარალდეს.

"ისკო დიდი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ზიდანს კვლავ სურს რონალდოს, ბენზემასა და ბეილის შესრულებით ძლიერი თამაშის ხილვა. ისკოს კი ამ დროს შესაძლოა პრობლემები გაუჩნდეს.

რონალდო, ბეილი და ბენზემა დიდი ძალაა, მაგრამ ხშირად ის "რეალს" ვნებს", - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს გამოცემა Onda Cero.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული