"ატლეტიკომ" "სევილია" გაანადგურა და "ბარსელონას" კვლავ 7 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 25-ე ტურში "ატლეტიკომ" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა 5:2 და "ბარსელონას" ისევ 7 ქულით ჩამორჩება.

ჰეთ-თრიკი ანტუან გრიზმანმა შეასრულა, თითო-თითო გოლი კი დიეგო კოშტამ და კოკემ გაიტანეს. 0:5-ზე როხიბლანკომ ყურადღება მოადუნა და პაბლო სარაბიამ და ნოლიტომ შეამცირეს ანგარიშში სხვაობა.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატზე გრიზმანმა 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. აგრეთვე ამ სეზონში პირველად ამ გუნდს პენალტი დაუდეს, რომელიც გრიზმანმა გამოიყენა. "ატლეტიკომ" ბოლოს თერთმეტმეტრიანი 30 მატჩის წინ შეასრულა. ამაზე ხანგრძლივი უპენალტო სერია 1942-1943 წლების სეზონში ჰქონდა - 32 შეხვედრაში.

დიეგო კოშტამ პრიმერაზე "ატლეტიკოს" შემადგენლობაში მე-100 მატჩში 46-ე გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული