ერნესტო ვალვერდე: სეზონის ეს მონაკვეთი ჩვენთვის რთულია

AutoSharing Option
ხვალ, ლა ლიგას 26-ე ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ლას პალმასს" ხვდება. ამ შეხვედრის წინ კომენტარი "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა:

"უკანასკნელ ხანს "ლას პალმასი" გაცილებით უკეთ თამაშობს. მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს "ლას პალმასი" პაკო ხემესმა ჩაიბარა, გუნდი გარდაისახა და ჩვენს წინააღმდეგაც თავს არ დაზოგავს.

სეზონის ეს მონაკვეთი ჩვენთვის რთულია, რადგან 3 დღის მერე "ატლეტიკოს" ვხდებით. ორივე მატჩის მოგება გვინდა. გამორჩეული არც ერთი არაა, ვინაიდან როგორც "ლას პალმასთან" ასევე "ატლეტიკოსთან" გამარჯვების შემთხვევაში 3 ქულას მოვიპოვებთ. ამდენად, ეს ორივე თამაში ერთნაირი მნიშვნელობისაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული