"ჩემი ფეხბურთელები უნდა გამოვიდნენ მოედანზე და ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ. მათ სიმხდალე არ სჩვევიათ. თუ არ მექნება თეორია, რომლის მიხედვითაც "ბარსელონას" დაამარცხებ, მაშინ რატომ უნდა ვიყო საერთოდ მწვრთნელი?
ავარჩევ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე გავლენ და მეტოქის ბიუჯეტის არ შეეშინდებათ. ჩვენ უფრო ხარისხიანი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ვიდრე წინა მატჩებში და მჯერა, რომ "ბარსელონას" დავამარცხებთ", - აღნიშნა ხემესმა.