01:58 02-03-2018
"ბარსელონა" "ლას პალმასთან" ფრეს დასჯერდა და "ატლეტიკოს" 5 ქულითღა უსწრებს [VIDEO]
AutoSharing Option
ამ შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე თავს დაიზღვევდა და მორიგი ყვითელი ბარათის მიღების შიშით თავდამსხმელ ლუის სუარესს ლას პალმასში არ წაიყვანდა. წაიყვანა კიდეც და სასტარტო შემადგენლობაშიც დააყენა.
ანგარიში 21-ე წუთზე ლეო მესიმ გახსნა. მან ესპანეთის ჩემპიონატზე გოლი 36 სტადიონზე გაიტანა და "რეალის" ექს-ფორვარდის რაულის რეკორდი დაამხო. ამას გარდა, ამ სეზონში საჯარიმოდან მე-4 გოლი გაიტანა. საჯარიმოდან ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატზე ამდენი გოლი მიმდინარე სეზონში არავის არ გაუტანია.
ნაანტრაქტევს ხონათან კალიერიმ საეჭვო პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა (უკანასკნელად კატალონიური გუნდის კარში თერტმეტმეტრიანი 2016 წლის 14 თებერვალს დაინიშნა, 78 მატჩის წინ), ასულგრანას გამარჯვების მოსაპოვებლად 42 წუთი ჰქონდა, მაგრამ ბევრს და ქაოსურად უტევდა და 2 ქულა დაკარგა.
აღსანიშნავია ანტონიო მატეუ ლაოსის არაობიექტური მსაჯობაც, რომელმაც გარდა საეჭვო თერთმეტმეტრიანის დანიშვნისა, საჯარიმოს გარეთ "ლას პალმასის" მეკარის" ლეანდრო ჩიჩისოლას ხელით თამაშზე არ მოახდინა რეაგირება.
ბლაუგრანამ პრიმერაზე ზედიზედ 33-ე შეხვედრა არ წააგო, თუმცა ბოლო 5 გასვლითი შეხვედრიდან 3 ფრედ დაასრულა და 4 მარტს "ატლეტიკოს" მასპინძლობს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
დაწერე შე დალოცვილო შესვენების შემდეგ............ მეორე ტაიმი ....ქვია ეს ყველაფერი და რას იგონებ ახალს