"ბარსელონა" "ლას პალმასთან" ფრეს დასჯერდა და "ატლეტიკოს" 5 ქულითღა უსწრებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 26-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად ვერ დაამარცხა "ლას პალმასი" (1:1) და მეორე ადგილზე მყოფი "ატლეტიკო" 5 ქულით ჩამორჩება.

ამ შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე თავს დაიზღვევდა და მორიგი ყვითელი ბარათის მიღების შიშით თავდამსხმელ ლუის სუარესს ლას პალმასში არ წაიყვანდა. წაიყვანა კიდეც და სასტარტო შემადგენლობაშიც დააყენა.

ანგარიში 21-ე წუთზე ლეო მესიმ გახსნა. მან ესპანეთის ჩემპიონატზე გოლი 36 სტადიონზე გაიტანა და "რეალის" ექს-ფორვარდის რაულის რეკორდი დაამხო. ამას გარდა, ამ სეზონში საჯარიმოდან მე-4 გოლი გაიტანა. საჯარიმოდან ევროპის ტოპ-5
ჩემპიონატზე ამდენი გოლი მიმდინარე სეზონში არავის არ გაუტანია.

ნაანტრაქტევს ხონათან კალიერიმ საეჭვო პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა (უკანასკნელად კატალონიური გუნდის კარში თერტმეტმეტრიანი 2016 წლის 14 თებერვალს დაინიშნა, 78 მატჩის წინ), ასულგრანას გამარჯვების მოსაპოვებლად 42 წუთი ჰქონდა, მაგრამ ბევრს და ქაოსურად უტევდა და 2 ქულა დაკარგა.

აღსანიშნავია ანტონიო მატეუ ლაოსის არაობიექტური მსაჯობაც, რომელმაც გარდა საეჭვო თერთმეტმეტრიანის დანიშვნისა, საჯარიმოს გარეთ "ლას პალმასის" მეკარის" ლეანდრო ჩიჩისოლას ხელით თამაშზე არ მოახდინა რეაგირება.

ბლაუგრანამ პრიმერაზე ზედიზედ 33-ე შეხვედრა არ წააგო, თუმცა ბოლო 5 გასვლითი შეხვედრიდან 3 ფრედ დაასრულა და 4 მარტს "ატლეტიკოს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მაგარი ნათქვამია "ნაანტრაქტევს" თეატრია,კონცერტია თუ ფეხბურია არააქვს მნიშვნელობა

დაწერე შე დალოცვილო შესვენების შემდეგ............ მეორე ტაიმი ....ქვია ეს ყველაფერი და რას იგონებ ახალს
qutaiseli
12:58 02-03-2018
0
ბარსას კარში დანიშნული პენალტის დროს,ორი ცოტა საეჭვო ეპიზოდი იყო და ვთქვათ დანიშნა პენალტი,მაგრამ როცა ლას პალმასის მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა,ამას ბრმაც კი დაინახავდა,ისე აშკარა იყო.თუმცა მსაჯს გადაწყვეტილება ამ მატჩის შედეგზე მე მგონი წინასწარ ჰქონდა მიღებული.ამას დაამატეთ მესიზე ნადირობაც,ხელით თუ ფეხით და სურათი ნათელი გახდება.ისე ლას პალმასის ფეხბურთელებმაც უდიდესი თავგანწირვით ითამაშეს და მეკარემაც თავი გაიგიჟა.
სოსო
10:24 02-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული