როგორც უკვე გაუწყეთ, ლა ლიგას 27-ე ტურში "რეალის" ყოფილმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა, რომელიც ამჟამად "ესპანიოლის" ღირსებას იცავს, "ლევანტესთან" მატჩის 44-ე წუთზე მეტოქე გუნდის თავდამსხმელთან არმანდო სადიკუსთან შეჯახებისას თავის ტრავმა მიიღო, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
36 წლის დიეგო დღეს გაწერეს სახლში, ორი დღე დაისვენებს და კვირას "სოსიედადთან" შეხვედრაში სათადარიგო იქნება.