"თავს კარგად არ ვგრძნობ. პირველი 6 თვე ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე კი ვითარება შეიცვალა. შესაძლოა, სიტუაციას არასწორად გადმოვცემ, მაგრამ აქ ყოფნა ჯოჯოხეთად გადამექცა, რადგან დიდ ზეწოლას ვგრძნობ. ასეთ ატმოსფეროში თამაში მიჭირს.
ვარჯიშებზე ყველაფერი ნორმალურადაა, თანაგუნდელებთან კარგ ურთიერთობაში ვარ, თუმცა ხანდახან თვითდაჯერებული არა ვარ და ეს ვარჯიშებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, განვლილ მატჩზე ვნერვიულობ.
რამოდენიმეჯერ სახლიდან გასვლა არ მინდოდა, რადგან ქუჩაში ხალხთან შეხვედრა მრცხვენოდა. ასეთ დროს არავისთან არ ვურთიერთობ. ცუდ რამეებზე