ესპანეთის პროკურატურა: კრიშტიანო რონალდოს 2-წლიან პატიმრობას მიუსჯიან

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს ორწლიან სასჯელს და ჯარიმას 3.2 მლნ ევროს სახით გამოუტანენ.

აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ესპანეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ სასჯელს რონალდოს გადასახადების დამალვის გამო მიუსჯიან.

33 წლის რონალდო, ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, დიდი ალბათობით, ციხეში არ მოხვდება. მოსალოდნელია, რომ სასჯელი ორწლიან გამოსაცდელ ვადაში გადავა.

რონალდო 3.2 მლნ ევროს ჯარიმის გარდა, საგადასახადო ორგანოს ზიანის მიყენების სანაცვლოდ 5.7 მლნ ევროს გადაუხდის. გარდა ამისა, პორტუგალიელი 1 მლნ ევროს დარიცხულ პროცენტს გადაიხდის.

საერთო ჯამში, რონალდო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 19
მლნ ევრომდე გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ რონალდო ამ ზაფხულს "რეალიდან" "იუვენტუსში" 112 მლნ ევროდ გადავიდა.

altიმობილე რონალდოს ტრანსფერზე: მადლობა ღმერთს, მოვასწარი და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი

altმასიმილიანო ალეგრი: რომელ პოზიციაზე ითამაშებს რონალდო? სადაც მიჩვეულია

altუბერებელი რონალდო - კრიშტიანოს ფიზიკური მდგომარეობა 20 წლის ფეხბურთელის მსგავსია

მკითხველის კომენტარები / 4 /
vinmem amixsemit sul am gadasaxadebis daparvashi rom deben brals ra gadasaxadebi aqvt aseti ?
0
აიტანს ცხენალდო,არაუშავს
ფანი
13:22 28-07-2018
2

სიახლეები პოპულარული