პერესი ლოპეტეგის დაპირდა, რომ უახლოეს ხანში არ მოხსნის

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელი ფლორენტინო პერესი გუნდის მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის შეხვდა და უთხრა, რომ ჯერ მოხსნას არ უპირებს.

პერესი ამ ეტაპზე ლოპეტეგის გადაყენებას არ გეგმავს და მისი მომავლის შესახებ არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, ის უკმაყოფილოა გუნდის თამაშით და შედეგებით, მაგრამ ხულენს დანიშვნიდან ორ თვეში სამუშაოდან დათხოვნის საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო სამი მატჩიდან ბლანკოსმა ვერც ერთი ვერ მოიგო და გოლი ვერ გაიტანა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრები პერესზე ზეწოლას ახორციელებენ და თუ ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში
"ალავესს" ვერ სძლიეს, მწვრთნელს გადაყენებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული