"რეალი" ისევ დამარცხდა - ამჯერად "ალავესთან" 95-ე წუთზე გაშვებული გოლით

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-8 ტურში "რეალი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ალავესთან".

ბლანკოსმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, რაც უკანასკნელად 1985 წელს მოხდა.

ბასკებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს და კომპენსირებულ დროში მიზანსაც უწიეს, როდესაც ნაკუთხურალ ბურთს გარსიამ კურტუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მოკლედ, "ალავესი" ლიდერებს დაეწია, "რეალს" კი ეგებ სანაკრებო პაუზამ უშველოს. თუმცა, რონალდოს გარეშე რომ ამ გუნდს ძალიან უჭირს, ჯიუტი ფაქტია.

ცნობისათვის, "სამეფო გუნდმა" ალავესთან" გასვლითი შეხვედრა ბოლოს 87 წლის წინ წააგო.

ალავესი. "მენდიზოროზა". 19 461 მაყურებელი
ალავესი
- რეალი 1:0
გოლი: გარსია (90+5)

ალავესი: პაჩეკო, ნავარო, ლაგუარდია, მირიპანი (აგირეგაბირია 88), დაუარტე, ბრაშნაცი, პინა, ვაკასო (გარსია 74), გომესი (სობრინო 67), კალერი, ხონი

რეალი: კურტუა, ოდრიოსოლა, ვარანი, რამოსი, ნაჩო, მოდრიჩი, კაზემირო (ასენსიო 62), კროოსი, სებალიოსი, ბეილი (ვინისიუსი 80), ბენზემა (დიასი 46)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული