"რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ თავდამსხმელ გარეთ ბეილზე ისაუბრა.
"ჩვენ ბეილს ისევ მისი სატრანსფერო ფასის მიხედვით ვაფასებთ. მისმა ფასმა შექმნა ილუზია, თითქოს მსოფლიოს სუპერვარსკვლავია.
ხუთი წელია "რეალში" თამაშობს და მისი კლასი იმ თანხის შესაბამისი არ არის, რაც მასში გადაიხადეს. თუმცა, ყოველ წელს გატანილ საუკეთესო გოლზე ოვაციებს უმართავენ.
"ბარსელონასთან" მატჩში ალბა მარტო დატოვა. ვარსკვლავები ჯერ მწვრთნელის დავალებებს ასრულებენ, მაგრამ შემდეგ თამაშის რიტმიდან ვარდებიან. ისინი თვლიან, რომ შეუძლიათ, რაც მოესურვებათ, ის გააკეთონ. ეს კი გუნდის ინტერესებს ეწინააღმდეგება", - განუცხადა ვალდანომ "მარკას".