როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებიან, ურუგვაელ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლი აწუხებს, რის გამოც მინიმუმ ორი კვირის გამოტოვება მოუწევს.
ერნესტო ვალვერდემ 31 წლის ფორვარდი არც ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა და დიდი ალბათობით, მას ვერც ლა ლიგაში "ვილიარეალისა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვიხილავთ.
ლუის სუარესის გარდა, ტრავმირებულები არიან რაფინია ალკანტარა და სერხი რობერტოც, სამი კვირით გამოაკლდა კლუბს იასპერ სილესენიც.
"ბარსელონასა" და პსვ-ის მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება.
ტრავმირებულ რაფინიას 6 თვე გაუცდება
შეცვლაზე შესულმა დემბელემ "ბარსელონა" წაგებისგან იხსნა [VIDEO]