"ბარსელონას" ლაზარეთში მატებაა: ლუის სუარესი ორი კვირა იუქმებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსთან" ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა.

როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებიან, ურუგვაელ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლი აწუხებს, რის გამოც მინიმუმ ორი კვირის გამოტოვება მოუწევს.

ერნესტო ვალვერდემ 31 წლის ფორვარდი არც ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა და დიდი ალბათობით, მას ვერც ლა ლიგაში "ვილიარეალისა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვიხილავთ.

ლუის სუარესის გარდა, ტრავმირებულები არიან რაფინია ალკანტარა და სერხი რობერტოც, სამი კვირით გამოაკლდა კლუბს იასპერ სილესენიც.

"ბარსელონასა" და პსვ-ის მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება.

altტრავმირებულ რაფინიას 6 თვე

გაუცდება

altშეცვლაზე შესულმა დემბელემ "ბარსელონა" წაგებისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
2 კვირა ცოტაა, ისე უნდა დაიმტვრეს ეს არაკაცი, რომ ფეხბურთის თამაში კი არა სტადიონზე შესვლაც გაუჭირდეს, ნაცისტი და არაკაცია, კბენია ვირთხა.........
გელა 67
17:11 27-11-2018
1

სიახლეები პოპულარული