ინიესტა: დემბელე "ბარსელონასთვის" ღირებული ფეხბურთელია - მისი მკაცრად დასჯა არ შეიძლება

AutoSharing Option
კობეს "ვისელის" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა კატალონიაში დაბრუნდა, გუშინ "ბარსელონას" ვარჯიშს დაესწრო და თავდამსხმელ უსმან დემბელეს მიერ დისციპლინის დარღვევაზე გააკეთა კომენტარი.

"ბარსელონას" ფეხბურთელი აღარ ვარ და ჩემთვის ძნელია ვითარების შეფასება. ყველაფერი არ ვიცი, რაც აქ ხდება.

გუნდში წესრიგი უნდა იყოს, ქცევის წესები. თუ ვინმე ამ წესებს არღვევს, კლუბმა რეაგირება უნდა მოახდინოს.

თუმცა, დემბელე "ბარსასთვის" ძალიან ღირებული ფეხბურთელია. ერთი შეცდომის გამო მისი მკაცრად დასჯა საჭირო არაა. კონსტრუქციული ზომებია მისაღები", - განუცხადა ინიესტამ "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული