"ბარსელონამ" "ნაპოლისთან" ცენტრალური მცველის კალიდუ კულიბალის ტრანსფერის დეტალები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას Le 10 Sport ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ესპანურმა კლუბმა იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მლნ ევრო შესთავაზა. რაც შეეხება კულიბალის, მისი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
კულიბალიმ მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში ითამაშა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.