"ბარსელონამ" პრიმერაზე ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს, ლა ლიგას 21-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ჟირონა" 2:0 დაამარცხა.

"ბარსამ" ქვეყნის პირველობაზე მიჯრით მერვე გამარჯვება იზეიმა.

"ბარსელონამ" 49 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს "ატლეტიკოს" 5 ქულით უსწრებს.

"ბარსელონამ" პრიმერას ზედიზედ 32 მატჩში გაიტანა გოლი (78 გოლი) და 2012/2013 წლებში დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

თავდამსხმელმა ლეო მესიმ უკანასკნელ 9 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მათგან 9 გოლი ესპანეთის ჩემპიონატის 7 შეხვედრაში.

ჟირონა. "მონტივი". 14 021 მაყურებელი
ჟირონა - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 სემედო (9), 0:2 მესი (68)
გაძევება: ესპინოსა (51)

ჟირონა: ბუნუ, ხუანპე,
ესპინოსა, ალკალა, პორო, ფერნანდესი, პონსი, გრენელი (სონგ-ჰო 86), გარსია (ლუისი 70), პორტუ (ლოზანო 80), სტუანი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო, ალბა, პიკე, ლანგლე (ვერმაელენი 77), ბუსკეტსი (სერხი რობერტო 82), რაკიტიჩი, ვიდალი (არტური 58), კოუტინიო, ლ. სუარესი, მესი
მკითხველის კომენტარები / 3 /
სოსო ვინ არის ნაცარაშვილი გაგვაგებინე.
koka
14:23 28-01-2019
0
ეს ერთი და სხვა მრავალი! წინ ბარსა!
კოკა
10:55 28-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული