"მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. მასთან დაკავშირება ნებისმიერ ფეხბურთელს მიიზიდავს. მე მადრიდში თამაშზე არ ვფიქრობ, პარიზში ბედნიერი ვარ, თუმცა ფეხბურთელის ცხოვრება ხანმოკლეა და არავინ იცის, რა იქნება მომავალში. "ბარსელონას" რაც შეეხება, იქ თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ავისრულე", - განაცხადა ნეიმარმა.
ბრაზილიელი ვარსკვლავი "ბარსელონას" ღირსებას 2013-დან 2017 წლამდე იცავდა, დღეს კი ფრანგული პსჟ-ის მოთამაშეა.
ნეიმარის მამა: ჩემი შვილის აწმყო და მომავალი პარიზშია