9 მარტს, ლა ლიგას 27-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "რაიო ვალეკანო" 3:1 დაამარცხა.
"ბარსელონამ" 63 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 7 ქულით უსწრებს და 17 მარტს სევილიაში "ბეტისს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 14 მარტს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ლიონს" უმასპინძლებს.
თავდამსხმელმა მესიმ ჩემპიონატზე 26-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ ლუის სუარესს 9 გოლით უსწრებს.
მესიმ პრიმერაზე 443-ე მატჩი ჩაატარა და ანდრეს ინიესტას გადაასწრო. ესპანეთის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი შეხვედრა ხავის აქვს ჩატარებული - 505.
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 74 158 მაყურებელი
ბარსელონა - რაიო ვალეკანო 3:1
გოლები: 0:1 დე ტომასი (24), 1:1 პიკე (39), 2:1 მესი (51, პენ), 3:1 სუარესი 82)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, უმტიტი, სემედო, ვიდალი, ბუსკეტსი (მალკომი 85), კოუტინიო (რაკიტიჩი 80), არტური (დემბელე 46), მესი, სუარესი
რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, ადვინკულა, ამატი (პოცო 64), გალვესი, ველასკესი, იმბულა, მორენო, გარსია (ემბარბა 80), კომესანა, ბებე, დე ტომასი