"რეალმა" "ვალიადოლიდი" მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
11 მარტს, ლა ლიგას 27-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" სტუმრად 4:1 სძლია "ვალიადოლიდს".

შეხვედრის დაწყების წინ სტადიონზე განათება გამოირთო და გუნდებმა მოთელვა სიბნელეში ჩაატარეს. მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და მე-12 წუთზე თერთმეტმეტრიანი მოინადირეს, მაგრამ ალკარასმა ვერ გამოიყენა. მე-13 და მე-19 წუთებზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ მასპინძელთა თავდამსხმელ სერხი გვარდიოლას გოლები არ ჩათვალა - მან დაასკვნა, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო. თუმცა, "ვალიადოლიდმა" მაინც მოახერხა დაწინაურება, მაგრამ ვარანმა ანგარიში მალევე გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ბლანკოსი ინიციატივას დაეუფლა, ჯერ ბენზემამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლოს მოდრიჩმა
მეოთხედ დაამწუხრა მასიპი.

"რეალი" 51 ქულით მესამე ადგილზეა და 16 მარტს "სელტას" უმასპინძლებს.

კაზემირომ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.

ვალიადოლიდი. "მუნისიპალ ხოსე ზორილა". 21 914 მაყურებელი
ვალიადოლიდი - რეალი 1:4
გოლები: 1:0 ტუჰამი (29), 1:1 ვარანი (34), 1:2 ბენზემა (51, პენ), 1:3 ბენზემა (59), 1:4 მოდრიჩი (85)
გამოუყენებელი პენალტი: ალკარასი (12)
გაძევება: კაზემირო (80)

ვალიადოლიდი: მასიპი, ანტონიტო, მარტინესი, კალერო, მიჩელი, კეკო (ჩოპი 73), ალკარასი, ფერნანდესი, ტუჰამი (ვერდე 63), პლანო (უნალი 86), გვარდიოლა

რეალი: კურტუა, ნაჩო, ვარანი (ვალეხო 88), ოდრიოსოლა, რეგულიონი (მარსელო 89), მოდრიჩი, კროოსი (ვალვერდე 74), კაზემირო, ასენსიო, სებალიოსი, ბენზემა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალმა არა მსაჯმა
0

სიახლეები პოპულარული