მადრიდის "რეალმა" ზინედინ ზიდანის დაბრუნება გამოაცხადა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, "რეალმა" თავისი ოფიციალური საიტით სანტიაგო სოლარის გადაყენება და მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა გამოაცხადა.

ზიდანს "სამეფო კლუბმა" 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 16 მილიონი ევრო დაუნიშნა.

ის "რეალში" დაბრუნების შემდეგ ხვალ გუნდს პირველად ავარჯიშებს.

ზიდანი ბლანკოსს 2016-2018 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

"რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან გამოვარდა, ლა ლიგაზე კი მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.

ზიდანის ხელმძღვანელობით ბლანკოსი პირველ შეხვედრას 16 მარტს "სელტასთან" ჩაატარებს.

alt

რამონ კალდერონი: ჟოზე მოურინიოს დაბრუნება "რეალის" ლიდერებმა არ დაუშვეს

altფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი - რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე

altპერესი - ტრანსფერებზე: მბაპე თუ ნეიმარი? ორივე

მკითხველის კომენტარები / 16 /
არ უნდა დაბრუნებულიყო, ვარი დაინერგა ლიგაზე და ძველებური აღარ გაჭრის,თავს გაიბანძებს ზიზუ უკან დაბრუნებით
ირაკლი
13:44 12-03-2019
3
....ზიდანის შედეგებს თუ ვერ ხედავს ადამიანი გინდ მწვრთნელის რანგში გინდ ფეხბურთელობის დროს მან უბრლოდ უნდა დაანებოს ფეხბურთის ყურებას თავი უნდა დაანებოს არ გამოსდის აშკარად.რაც შეეხება მსაჯების თემას ეს ყველა გუნდს ახასიათებს მათთვის დადებითად თუ უარყოფითად...ეს ფეხბურთის ნაწილია და იქნება ყოველთვის რაც არ უნდა დანერგონ....
აკაკი
09:56 12-03-2019
1

სიახლეები პოპულარული