ზინედინ ზიდანმა მარსელოს "რეალში" დატოვება მოითხოვა

AutoSharing Option
ბრაზილიელი მცველი მარსელო "რეალს" არ დატოვებს.

A Bola Brasil-ის ცნობით, მარსელოს გაუხარდა ზინედინ ზიდანის დაბრუნება და გუნდის გამოცვლას აღარ აპირებს.

ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს პირველ რიგში მარსელოს დატოვება მოსთხოვა და მისგან თანხმობა მიიღო.

ზიდანი ამ დღეებში ფეხბურთელს პირადად გაესაუბრება.

მარსელო უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სერხიო რეგულიონს აყენებდა და "იუვენტუსში" გეგმავდა გადასვლას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული