
როგორც საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე ფრანგთა ლიდერმა პოლ პოგმამ განაცხადა, "რეალში" თამაში ყველასთვის ოცნებაა.
"ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ მადრიდის "რეალში" თამაში ყველას ოცნებაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იქ არის ზინედინ ზიდანი და მასთან მუშაობა ყველას ოცნებაა, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ახლა "მანჩესტერში" ბედნიერი ვარ, თუმცა არავინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი", - განაცხადა პოლ პოგბამ.
ფრანგი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგების დატოვებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებდა, რადგან
კონფლიქტი მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ჰქონდა. საბოლოოდ კი კლუბი პორტუგალიელმა დატოვა.