ვალვერდე: ეს ტრავმა მესის ჯერ კიდევ დეკემბრიდან აწუხებს

AutoSharing Option
ლიონელ მესის ტრავმა ჯერ კიდევ დეკემბრიდან აწუხებს, - ამის შესახებ "ესპანიოლთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა.

"ეს პრობლემები მესის დიდი ხანია აწუხებს. ამ მიმართულებით დეკემბერში დავიწყეთ მუშაობა. მას შემდეგ ვცდილობთ, ტკივილი შევუმსუბუქოთ და გავაგრძელებთ მუშაობას ამაზე. ახლა მას რამდენიმედღიანი დასვენება მიეცა.

ყველაფერს ბუნებრივად ვუდგებით, ვესაუბრებით მესის, როდესაც მას ვარჯიშზე რამე აწუხებს და ერთობლივად ვადგენთ გეგმას. ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ და ვესაუბრებით მესის, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებს", - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმის გამო 26
მარტს არგენტინისა და მაროკოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი გამოტოვა და ბარსელონაში დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზემოხსენებული ტრავმისა, მიმდინარე სეზონის 36 შეხვედრაში "ბარსელონას" მაისურით მესიმ 39 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული