"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ანტუან გრიზმანი 1 000%-ით გუნდში დარჩება

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ თქვა, რომ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი გუნდს არ გამოიცვლის.

"ვადასტურებ, გრიზმანი არსადაც არ წავა. ეს 1 000%-ით გადაწყვეტილია", - განუცხადა სერესომ ტელეარხ RTVE-ს ჟურნალისტებს პროგრამა El Rondo-ში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიზმანმა "ბარსელონას" სპორტულ დირექტორთან ერიკ აბიდალთან მისი შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე 28 წლის ფორვარდმა 29 მატჩში 12 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული