"სევილიას" მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი ლეიკემიითაა დაავადებული

AutoSharing Option
"ვალიადოლიდთან" ნამატჩევს "სევილიას" 63 წლის მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა თქვა, რომ ლეიკემიითაა დაავადებული.

"მე ქრონიკული ლეიკემია მაქვს.

შემიძლია ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო. მინდა დავტკბე ჩემი პროფესიით. არ მიმკურნალია.

კლუბის მადლობელი ვარ, რომ მუშაობის გაგრძელების საშუალებას მაძლევს", - ციტირებს კაპაროსს "მარკა".

კაპაროსი ანდალუსიურ გუნდს 2000-2005 წლებში წვრთნიდა, 2017/2018 წლების სეზონის ბოლოს კი ისევ ჩაუდგა სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული