13 აპრილს, ლა ლიგას 32-ე ტურში "უესკასა" და "ბარსელონას" მატჩი 0:0 დასრულდა.
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის წინ გუნდის 6 წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და აუტსაიდერთან ფრეს დასჯერდნენ.
"ბარსელონა" 74 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარს "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს და 20 აპრილს "სოსიედადს" უმასპინძლებს.
უესკა. "ელ ალკორაზი". 7 332 მაყურებელი
უესკა - ბარსელონა 0:0
უესკა: სანტამარია, პულიდო, მირამონი, ეჩეიტა, გალანი, ანორი (მელერო 60), რივერა, გომესი, ავილა (გალიარი 88), გალეგო, ფერეირო (ერნანდესი 72)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ვაგე, მურილიო, ტოდიბო, უმტიტი, ალენია (არტური 81), ვიდალი, პუჩი (ალბა 67), მალკომი, ბოატენგი, დემბელე (კოუტინიო 67)