"რეალმა" "ხეტაფეს" ვერ მოუგო - ბლანკოსს "ახალი რონალდოც" ვერაფრით შეეწია

AutoSharing Option
25 აპრილს, ლა ლიგას 34-ე ტურში "ხეტაფესა" და "რეალის" მატჩი 0:0 დასრულდა.

"ხეტაფე" ამ სეზონში ურიგოდ ნამდვილად არ ასპარეზობს, გასულ ტურში "სევილიას" 3:0 მოუგო, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და "სამეფო გუნდს" ქულები აართვა.

"რეალს" ვერც თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ უშველა, რომელმაც აქამდე ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, გასულ ტურში "ბილბაოსთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ახალ რონალდოს" უწოდებენ.

"რეალი" 65 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 6 ქულით ჩამორჩება, "ხეტაფე" კი 55 ქულით ოთხეულში შევიდა.

ხაზგასასმელია, რომ "ხეტაფე" ამ თამაშამდე "რეალთან"
ზედიზედ 10-ჯერ დამარცხდა.

ხეტაფე. "კოლიზეუმ ალფონსო პერესი". 13 135 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 0:0

ხეტაფე: სორია, სუარესი, გონსალესი, მიკელი, კაბრერა, დურო (პორტილიო 72), მაკსიმოვიჩი, არამბარი, ოლივეირა (ანხელი 57), მოლინა, მატა (საისი 84)

რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი, ვალვერდე (კროოსი 78), კაზემირო, ისკო, ბ. დიასი (ვასკესი 71), ბენზემა, ბეილი (ასენსიო 71)


მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ მარკეტინგის და პოპულარობის მოპოვების თემაა ასეთი დაუფიქრებელი შეფასებები მედიის მხრიდან. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბენზემა რონალდოს ლოგაში არ თამაშობს. ბენზემას ლევანდოვსკიც მირჩევნია, სუარესიც, სალაჰიც. ფეხბურთი მარტო გოლები არ არის,მაგრამ 9 ნომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რაშიც ბენზემა ნამდვილად არ ბრწყინავს.
შეტევა
08:05 26-04-2019
4

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
38
22
10
6
26
76
38
21
5
12
17
68
38
15
16
7
16
61
38
17
8
13
15
59
38
15
14
9
13
59
38
14
11
13
-2
53
38
13
14
11
-4
53
38
13
11
14
-1
50
38
14
8
16
-8
50
38
12
11
14
-11
50
38
11
14
13
-4
47
38
11
12
15
-6
45
38
11
11
16
-7
44
38
10
11
17
-9
41
17
ვალიადოლიდი
38
10
11
17
-19
41
38
9
10
19
-16
37
19
უესკა
38
7
12
19
-22
33
20
ვალეკანო
38
8
8
22
-29
32