Marca: ზიდანს ბეილის გაშვება 8 ივლისამდე სურს, თუმცა მსურველები არ ჩანან

AutoSharing Option
გარეთ ბეილი მომავალ სეზონში ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის და მადრიდის "რეალს" დატოვებს - ამის შესახებ ესპანური Marca იუწყება.

თუმცა, თუ გავლენიან გამოცემას დავუჯერებთ, უელსელ ფეხბურთელს მსურველები არ ჰყავს, ამის მთავარი მიზეზი კი მისი მაღალი ხელფასია - 29 წლის მოთამაშე წელიწადში 17 მილიონ ევროს იღებს.

Marca-ს ინფორმაციით, ზიდანი ბეილს უკვე ესაუბრა და სურს, მან კლუბი 8 ივლისამდე დატოვოს. სწორედ ამ დროს მიემგზავრება მადრიდის "რეალი" ლოს-ანჯელესში წინასასეზონო ტურნეში.

გარეთ ბეილი "სამეფო კლუბში" 2013 წელს ლონდონის "ტოტენჰემიდან" გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ლა
ლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altზინედინ ზიდანი "რეალის" "დიდ წმენდას" მოდრიჩით და ბეილით დაიწყებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
იყიდეთ ბავარიას ბოსებო დროზე ეგ კაცი, რაღას უყურებთ, თქვენი ჟმოტი დედაც...
ასე რას მოიგებ?
15:39 08-05-2019
0

სიახლეები პოპულარული