AS: "ბარსელონა" ზაფხულში შესაძლოა 10-მა ფეხბურთელმა დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონა" სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა, დაახლოებით 10-მა ფეხბურთელმა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გადაწყვეტილია, რომ გუნდიდან იჯარით მოსული ფეხბურთელები წავლენ. ესენია: ჯეისონ მურილო და კევინ-პრინს ბოატენგი. პირველი "ვალენსიაში" დაბრუნდება, ხოლო მერე - "სასუოლოში".

ესპანურ კლუბს ასევე ტომას ვერმალენი დატოვებს. გუნდის გამოცვლას აპირებს მეკარე იასპერ სილესენი. მის სანაცვლოდ "ბარსელონას" 30 მლნ ევროს მიღება სურს.

კლუბი ასევე მყიდველს ეძებს ფილიპე კოუტინიოსთვის. ტრანსფერის სავარაუდო თანხად 100 მლნ ევრო სახელდება.

"ბარსელონადან" შესაძლოა სამუელ უმტიტი წავიდეს. ეს, დიდი ალბათობით, მოხდება, თუ "ბლაუგრანამ"
ამსტერდამის "აიაქსის" მცველი მატიას დე ლიხტი იყიდა.

კლუბი ასევე მზადაა, მალკომი გაყიდოს, თუ მის სანაცვლოდ 35 მლნ ევროს შესთავაზებენ.

შესაძლოა, ზაფხულში სხვა გუნდში გადავიდეს ივან რაკიტიჩი. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მისი გადაბირებით "ინტერია" დაინტერესებული.

კლუბში რაფინია ალკანტარას მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. გარდა ამისა, კლუბი შესაძლოა დენის სუარესსაც დაემშვიდობოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგათგან ღირებული მხოლოდ სილესენი,უმტიტი და რაკიტიჩი მგონია,კოუტინიო აშკარად ვერ მოერგო ბარსას,თორემ ძალიან კარგი ფეხბურთელია.რაკიტიჩის ასე სუსტი თამაში არასოდეს მახსოვს,არ ვიცი რა დაემართა.
სოსო
15:28 10-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული