AS: "ჩელსი" ედენ აზარის "რეალისთვის" 100 მილიონად მიყიდვაზე დათანხმდა

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "ჩელსი" ნახევარმცველ ედენ აზარის "რეალისთვის" 100 მილიონ ევროდ მიყიდვაზე დათანხმდა.

ეს ამბავი ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ბელგიის ნაკრებში მყოფ აზარს აცნობა. სატრანსფერო თანხა ბონუსებიანად 100 მილიონს შეადგენს.

"ბლანკოსი" ედენს, სავარაუდოდ, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და არაა გამორიცხული, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღესვე გააკეთოს.

ბელგიის ნაკრები ევროპირველობის ორ უახლოეს მატჩში ყაზახეთს (8 ივნისს) და შოტლანდიას (11 ივნისს) შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული