იასპერ სილესენი: მესისთან ვარჯიშზე შეიძლება თავი არასრულფასოვნად იგრძნო

AutoSharing Option
"ვალენსიაში" გადასულმა მეკარემ, იასპერ სილესენმა As-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

- უცნაური ხომ არაა, რომ "ბარსელონაში" აღარა ხარ?
- არა. არ მენატრება. "ვალენსიაში" 3 კვირაა გადავედი და აქ მაქვს ყველაფერი ის, რაც მჭირდება. "ბარსაში" თამაში არ მიწევდა. ტერ შტეგენი შესანიშნავი მეკარეა, ის თანდათან კიდევ უფრო უკეთესი ხდება.

3 წელი ვიყავი იქ და არ მათამაშებდნენ. თამაში მინდა და არამარტო ყოველდღე მხოლოდ ვარჯიში. "ვალენსიაში" გადასვლა ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.

- მესისთან ყოველდღიური ვარჯიში როგორც მეკარეს არ გეხმარებოდა?
- ხანდახან კი, ხანდახან ძალიან
არა (იცინის). მესი ეს მესია. ხანდახან მასთან ვარჯიში გეხმარება, მაგრამ ამავე დროს შეიძლება თავი ცოტა არასრულფასოვნად იგრძნო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული