"რეალი" პსჟ-ს ნეიმარში რამდენიმე ფეხბურთელის გაცვლას სთავაზობს

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს - "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.

გამოცემის მტკიცებით, პერესს უნდა უფულოდ გაჩარხოს ნეიმარის ტრანსფერი. კერძოდ, ის პარიზულ კლუბს ბრაზილიელ ფორვარდში ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაცვლას შესთავაზებს.

დაკონკრეტებული არ არის სხვა მოთამაშეების გვარები, მაგრამ მათ თურმე "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა არ უნდათ.

მოკლედ, პერესს სურს, თან ფული არ დახარჯოს, თან ნეიმარი თავის გუნდში გადაიყვანოს და თან არასასურველი ფეხბურთელები თავი
დან მოიცილოს.

თავად ნეიმარი იძულებული გახდა პსჟ-ს იაპონიაში წაჰყოლოდა და დღეს კლუბის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს არ მიესალმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ასე "აფასებენ" ფებურთის ბოსები ლეგენდებს. ვაი თქვენს პატრონს. რა დააწესეს, რომ ფეხბურთელს მოემატება ასაკი და უკვე იმაზე ფიქრობენ, რომ როგორმე გაუშვან ამაზე დიდი დამამცირებელი რა უნდა იყოს ფეხბურთელისთვის. ჯერ ესეთი ბევრი მაგალითები ვიცით პროფესიონალი ფეხბურთელებისგან ვისაც რამის 36-წლამდე შეუძლია ისეთ დონეზე ითამაშოს, რომ ახალგაზრდებს გვერდით მოიჯენენ.მაგ: დანი ალვეში, როლანდო და სხვები. უბრალოდ ასეთი მიდგომა არის პირდაპირი გაგებით ფსიქოლოგიური ტერორი ფეხბურთელების მიმართ! რაც ყოვლად დაუშვებელია, როცა ატყობს ფეხბურთლი, რომ მწვრთნელიუკვე ალმაცერად უყურებს ,მას უკვე ყველანაირი ხალისი ეკარგება თამაშის, აი სწორედ აქედან მოდის თამაშის ტემპის დაგდება. მეტი პატივისცემა ისეთ ფეხბურთელებს ვისაც უდიდესი წვლილი აქვს ჩადებული გუნდისთვის!
გია1
11:24 03-08-2019
1
ბოლო 6 წელიწადში 4 ლიგა მოიგო აი სად არის სპორტული ინტერესი. მოდრიჩი და განსაკუთრებით კროოსი უკვე უკლებენ თამაშს და რომ უნდა შეიცვალონ ამაში გასაკვირი არაფერია
ზვიადი
10:25 03-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული