ცუდი ამბავი "ბარსელონასთვის" - ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დღევანდელი ვარჯიში ნაადრევად დაასრულა.

არგენტინელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აღმოაჩნდა.

გამოჯანმრთელების დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, მესი გუნდთან ერთად აშშ-ის ტურნეში არ გაემგზავრება.

"ბარსელონა" აშშ-ში "ნაპოლისთან" ორ მატჩს 7 და 10 აგვისტოს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი რა ლეო, რა დროს ტრავმებია. მალე მოირჩინე, არ დაგვაღალატო.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული