"ატლეტიკოს" 19 წლის ნახევარმცველმა ჟოაო ფელიშმა ვარჯიში "საპატიო მიზეზით" დროებით შეწყვიტა.
საქმე იმაშია, რომ გუნდის ბაზაზე ვარჯიშისას ტუალეტში კი არ გავიდა, არამედ იქვე, კუთხეში, ხესთან მოშარდა.
ფელიში "ატლეტიკომ" "ბენფიკასგან" 126 მილიონ ევროდ შეიძინა, სეზონურ გასამრჯელოდ 6 მილიონი დაუნიშნა, სატრანსფერო თანხის 30% კი მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა აიღო.
გასულ სეზონში ფელიშმა 43 მატჩში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დავიჯერო ახლა ეს სიმართლეა? 126-ლიმონის 30% სადღაც 35- მილიონ ევრომდეა და გინდა თქვათ ამხელა თანხა ვიღაც ერთ რიგით ფიზიკურ პირს შეუძლია მხოლოდ ლაყაფის და კონტაქტების გამო ჩაიდოს ჯიბეში? გაოგნებული ვარ პირდაპირ სამყაროში ზოგი მოკვდავი თურმე რა ადვილად შოულობს ფულს .. მე კი სახედავით ტომრების თრევით მთელი დღის მანძილზე 30-ლარსაც ვერ გამოვიმუშავებ თან ნახევრად მშიერი ვიმყოფები როგორც წესი. ხო ალბათ ვიღაც იტყვის გესწავლა და მეტი გექნებოდაო მაგრამ როცა არ მაქვს გონებრივი შესაძლებლობები დღეს დღეობით მგონი აი ქიუს რომ უწოდებენ აი ეგ სხვა რა გზა დამრჩენია? გარდა მძიმე შრომისა მაგრამ 30-ლარიც არ გიხადონ დღევანდელ გაძვირებულ ტემპს აჩქარებულ სამყაროში განა ეს ცოტაა არაა? უსამართლოა ცხოვრება უსამართლო ბედნიერია ის ვისაც იღბალი თან დაჰყოლია((