2 თებერვალს, ლა ლიგის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში, "ბარსელონამ" სახლში "ლევანტეს" 2:1 მოუგო.
პირველ ტაიმში ანსუ ფატიმ მესის პასებით 100 წამში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და ესპანეთის ჩემპიონატში დუბლის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - ის 17 წლის და 94 დღისაა.
მესი 8 საგოლე გადაცემით მიმდინარე სეზონში ტურნირის საუკეთესო ასისტენტი და 14 გოლით ბომბარდირია.
"ბარსელონა" 46 ქულით მეორე ადგილზეა, "რეალს" 3 ქულით ჩამორჩება და 10 თებერვალს სევილიაში "ბეტისს" შეხვდება.
რაც კიკე სეტიენი ჩაუდგა სათავეში, "ბარსამ" 5-დან 4 მატჩი მოიგო.
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 60 295 მაყურებელი
ბარსელონა - ლევანტე 2:1
გოლები: 1:0 ფატი (30), 2:0 ფატი (31), 2:1 როჩინა (90+2)