
დღეს ჩატარებულმა მედშემოწმებამ დაადგინა, რომ დემბელეს ბარძაყის ორთავა მყესი სრულად აქვს გაწყვეტილი. რაც 3 წლის წინ "ბარსაში" გადავიდა, მას კუნთი მეშვიდედ დაუზიანდა.
კატალონიური საიტის ცნობით, დემბელე ამ სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" აგრეთვე ტრავმირებული თავდამსხმელი ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.