მილანის "ინტერის" ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი მადრიდის "რეალის" რადარზე მოხვდა.
მადრიდელების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი 27 წლის ბროზოვიჩს განიხილავს, როგორც კაზემიროს პარტნიორად ან დუბლიორად.
ბროზოვიჩს მოქმედი კონტრაქტი "ინტერთან" 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა გუნდი მზადაა კონტრაქტი საჭიროებისამებრ გაუხანგრძლივოს.