"მალაგას" პრეზიდენტი, შეიხი ალ-ტანი თანახმაა, კლუბის აქციები გაყიდოს. მხარეები მოლაპარაკების საწარმოებლად უკვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს, თუმცა ქლუნის კომპანიას ალ-ტანის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირება.
გამოცემის მტკიცებით, ქლუნის კომპანიას მალაგაში "ევროპული ჰოლივუდის" მოწყობა უნდა, კლუბის შეძენა კი ერთგვარი პიარ-სვლა იქნება.