FCInterNews.It-ის ცნობით, "ბარსამ" "ინტერს" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მიმართა და კონკრეტული წინადადება შესთავაზა.
"ბარსა" მზადაა არგენტინელ ფორვარდში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს და პლუს, ორი ფეხბურთელი გაუშვას "ინტერში" - სემედო და არტურო ვიდალი.
თავად ფეხბურთელს კატალონიური კლუბი წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე სამჯერ მეტია.
მარტინესის "ბარსელონაში" გადასვლას გუნდის კაპიტანი ლეო მესი უჭერს მხარს.