"ბარსელონამ" "ინტერს" ლაუტაროში 70 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა

AutoSharing Option
ელ კლასიკოში განცდილმა მარცხმა ეტყობა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა სერიოზულად შეაშფოთა და გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა.

FCInterNews.It-ის ცნობით, "ბარსამ" "ინტერს" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მიმართა და კონკრეტული წინადადება შესთავაზა.

"ბარსა" მზადაა არგენტინელ ფორვარდში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს და პლუს, ორი ფეხბურთელი გაუშვას "ინტერში" - სემედო და არტურო ვიდალი.

თავად ფეხბურთელს კატალონიური კლუბი წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე სამჯერ მეტია.

მარტინესის "ბარსელონაში" გადასვლას გუნდის კაპიტანი ლეო მესი უჭერს მხარს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენს უვეს ბოსს როლანდოს მიხედე გირჩევნია. რამდენჯერ უნდა შეგახსენოთ მესის ხსენებაზე პირები გამოირეცხეთ.
ბარსა მესი.
12:01 03-03-2020
4
სანამ ლეო წყვიტავს ვინ უნდა იყოს და ითამაშოს გუნდში მანამდე არაფერი ეშველება ბარსას
BOSS
07:31 03-03-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული