ლაუტაროში "ინტერი" "ბარსელონასგან" 3 ფეხბურთელს ითხოვს

AutoSharing Option
"ინტერი" მზადაა "ბარსელონასთან" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მოლაპარაკება აწარმოოს.

როგორც იცით, "ბარსა" ლაუტაროს სამსახურითაა დაინტერესებული და მის სანაცვლოდ "ინტერს" 70 მილიონი ევრო, პლუს, სემედო და არტურო ვიდალი შესთავაზა.

"ტუტოსპორტის" ცნობით, "ნერაძურიმ" კატალონიურ კლუბს ერთგვარი ბარტერი შესთავაზა - უნდა ლაუტაროში არტური, კარლეს ალენია და ჟან-კლერ ტოდიბო გაუცვალოს. მოგეხსენებათ, ალენია "ბეტისში", ხოლო ტოდიბო "შალკეშია" განათხოვრებული.

არგენტინელს "ინტერთან" ხელშეკრულებაში პუნქტი აქვს ჩადებული, რომლის მიხედვით, შეუძლია თავისი კონტრაქტი 111 მილიონად გამოისყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული