
როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო შეიძლება ზაფხულში "რეალი" დატოვოს, მისი სამსახურით უმალ დაინტერესდა "იუვენტუსი", - ამის შესახებ "დეილი მეილი" იტყობინება.
გამოცემის მტკიცებით, "იუვე" ზიდანს სამწლიან კონტრაქტს და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ზიდანი 5 წელი თამაშობდა "იუვენტუსში" და სწორედ იქ მოიპოვა პირველი "ოქროს ბურთი".
"ბებერი ქალბტონის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მაურიციო სარის მუშაობით, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ლიონთან" 0:1 დამარცხდნენ და თანაც, არაა გამორიცხული უკანასკნელ
8 წელიწადში პირველად სკუდეტო ვერ მოიპოვონ.