"ბარსელონა" გაკოტრებასთან ახლოსაა - კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს თაღლითობისა და მის მიერ ფეხბურთელების - ლეო მესისა და ჟერარდ პიკეს დისკრედიტაციის მცდელობის გამოაშკარავების ფაქტს კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი გამოეხმაურა. მან ღია წერილით ბარტომეუს მიმართა და "ბარსაში" მიმდინარე ნეგატიურ მოვლენებზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა:

"ჩვენ იდეალურ შტორმთან ახლოს ვართ. თუ ადრე რისკები დიდი იყო, ახლა უკვე გიგანტურია. კორონავირუსმა პლანეტის პარალიზება მოახდინა, რომლის შედეგების განსაზღვრა დღეს არ შეგვიძლია.

მთელი თვის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით კლუბში სამარცხვინო ინციდენტების ზრდას, რომლის კულმინაცია სერიოზული ბრალდებები და 6 დირექტორის გადადგომა გახდა.

უკანასკნელი წლების
მმართველობის მოდელი უკვე აღარ მუშაობს. ჩვეულებრივ გარემოებებში ამ მოვლენებს განცხადების გაკეთება და დაუყოვნებლივი გადადგომა უნდა მოჰყოლოდა.

კლუბი ეკონომიკურ და მორალურ გაკოტრებასთან ახლოსაა, თამაში დასრულებულია", - განაცხადა ფონტმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთელებს მილიონების ნაცვლად ათასები უხადონ და ფინანსური პრობლემებიც ნაკლები ექნებათ.ჩვენც ნაკლებად წავაწყდებით მედიაში მათი მეგობარი გოგონების სექსუალურ ფოტოსესიებს.
მილიონების ღირებულების რამეს ქმნიან?
13:18 13-04-2020
3
თუ იძულებითი პაუზის პერიოდში მოესწრება ბარტომეუს მოშორება,ბარსელონას შანსი ექნება,დიდი კრიზისი აიცილოს თავიდან.თუმცა არა მგონია,რომ მან ნებით დატოვოს პოსტი.მან ნამუსზე და თავზე, ხელი უკვე აიღო.ახლა,აღარ გაჩერდება.
სოსო
10:14 13-04-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული