"ნეიმარი" მზადაა "ბარსელონაში" დაბრუნებისთვის 30 მილიონ ევროზე უარი თქვას

AutoSharing Option
El Mundo Deportivo აცხადებს, რომ პსჟ-ისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი მზადაა წლიური გასამრჯელოს სახით 30 მილიონზე უარი თქვას, ოღონდ კატალონიის "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

ესპანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ნეიმარი წელიწადში 52 მილიონ ევროს იღებს. მათგან 22 მილიონი ევრო უშუალოდ გუნდთან კონტრაქტიდან არის, ხოლო 30 - ყატარის ეროვნული ბანკის რეკლამებიდან. იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი პსჟ-ს დატოვებს, ყატარის ეროვნულ ბანკთან ყველანაირ კონტრაქტს დაკარგავს, თუმცა ფორვარდი თანახმაა.

2017 წელს ნეიმარი "ბარსადან" პსჟ-ში გადავიდა. ეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იყო - 222
მილიონი ევრო. მიმდინარე სეზონში ბრაზილელმა 22 მატჩში 18 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა მოუტანა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი ნორმალური დაიჯერებს ამ სიბრიყვეს რომ 30 მილიონს დაკარგავს.ბარსას რომ ბევრი ავადმყოფი ფანი ყავს აქედანაც ჩანს.
ვა რა დონეა
19:37 22-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული