"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კატალონიურ გუნდში ჟოზე მოურინიოს როლზე ისაუბრა, რომელიც ბობი რობსონის შტაბში მუშაობდა.
"რობსონმა გუნდში მოურინიო მოიყვანა. ვიღაცამ მოიგონა, თითქოს ის მხოლოდ თარჯიმანი იყო. ეს არასწორია.
ჟოზე გუნდთან ერთად მუშაობდა და ყველაფერი იცოდა. ის ჩვენი მწვრთნელი და კარგი მეგობარი იყო", - განუცხადა "რეკორდს" სტოიჩკოვმა.
მოურინიო "ბარსაში" 1996-2000 წლებში მუშაობდა.