რაკიტიჩს ცოცხალი თავით არ უნდა "ბარსელონას" დატოვება

AutoSharing Option
"ბარსელონას" 32 წლის ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გასხვისება უნდა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

"ჭორებს მივეჩვიე, ეს უკვე 6 წელია გრძელდება. მთავარია, მე თავს კარგად ვგრძნობ და მწვრთნელი მაქებს.

კლუბთან კონტრაქტი მაქვს და არსად გადასვლას არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა კლუბში ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა რაკიტიჩმა.

მას "ბარსასთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ლა ლიგის 21 მატჩში გოლი არ გაუტანია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მემეტება რაკიტიჩი გასაშვებად.უხდება ბარსელონას და თანაც მასში,ლევან ყენიას ვხედავ.უფრო სწორედ,ვინ შეიძლება გამხდარიყო ლევანი,ის წყეული ტრავმა რომ არა.ისინი ხომ ერთად თამაშობდნენ შალკეში და ერთმანეთს სცვლიდნენ.
სოსო
12:44 08-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული