რაფაელ მარკესი: რონალდინიომდე "ბარსელონა" წარმატებული გუნდი არ იყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსმცველმა რაფაელ მარკესმა ყოფილი თანაგუნდელი რონალდინიო აქო.

"როდესაც "ბარსაში" მივედი, წარმატებული გუნდი არ იყო. არ იმყოფებოდა მწვერვალზე, მუდამ რაღაც აკლდა. მე ბედნიერება მხვდა წილად, იმ ცვლილებებში მიმეღო მონაწილეობა, რომლებიც რონალდინიოს დროს მოხდა.

შემადგენლობაში ხავი, პუიოლი და ვალდესი დამკვიდრდნენ და ყველაფრის ცვლილება დაიწყო. დიდ ტურნირებზე გამარჯვებები დავიწყეთ", - განაცხადა რაფაელ მარკესმა.

მარკესი "ბარსელონაში" 2003-2010 წლებში, ხოლო რონალდინიო 2003-2008 წლებში თამაშობდა, მათ ერთად ორჯერ ლა ლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული