"ბარსელონას" ლეგენდამ გარეუბნის გუნდი ჩაიბარა

AutoSharing Option
ქალაქ ბარსელონის გარეუბან ორტაში მდებარე კლუბმა "ატლეტიკო ორტამ" მთავარ მწვრთნელად "ბარსას" ლეგენდა ვიქტორ ვალდესის დანიშვნა გამოაცხადა.

"ორტა" ესპანეთის მეოთხე დივიზიონში თამაშობს და მიმდინარე სეზონში "ტერსერსა დივიზიონის" მე-5 ჯგუფში (სულ 17) მე-12 ადგილი დაიკავა.

კატალონიური გრანდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა. 2018 წელს "მორტალასის" მწვრთნელი იყო, ხოლო შემდეგ - "ბარსელონას" 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის. 2019 წლიდან ვალდესს არსად უმუშავია.

ვიქტორი "ბარსას" აღზრდილი გახლავთ და კლუბის რიგებში 2000-14 წლებში თამაშობდა. ჯამში, ვალდესმა გუნდთან ერთად 21 ტიტული მოიგო,
მათ შორის 6-ჯერ გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში და 3-ჯერ ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი. ესპანელმა მეკარემ კარიერა 2017 წელს დაასრულა.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმ შემადგენლობის ბარსას ყველა სუსტი რგოლი იყო(მადლობა ხავი,ინიესტა...ა.შ)
L.J.
16:43 29-05-2020
2
ლეგენდა???რუშტუს და ჰესპტან ერთად ყველა ცუდი მეკარე იყო ბარსასი :)))
L.J.
16:40 29-05-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული